23:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 10:42:47, 1635 ნახვა

რეგიონი
28 აგვისტოს სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა

28 აგვისტოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილე 10 ცხენოსანიდან, უფროსი 29 წლის  ხოლო უმცროსი 13 წლის ლევან შოშიტაიშვილი იყო. შეჯიბრში მონაწილეობდა  ერთად ერთი გოგონა  სოფელ გუდალეთიდან. დოღში მონაწილეობას მცხეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც იღებდნენ.

2 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველი წინარეხელმა ბაჩუკი ბედოიძემ დაფარა, მეორე ადგილი კავთისხეველი გიორგი იორდანიძემ, ხოლო მესამე ადგილი თვალადელმა საბა კავთიაშვილმა მოიპოვეს.
საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა, ხოლო შ.პ.ს „დიდგორმა“ ფულადი პრიზით.

„დღევანდელი ღონისძიება ქართული ტრადიციების აღდგენის და დამკვიდრების კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია, რომლის მხარდამჭერი ყოველთვის ვიქნები“ -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც პირადად დაწესებული პრიზი  ერთადერთ მონაწილე გოგონას, ელენა მოდრეკილაძეს გადასცა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics