|
2022-08-25 16:16:22, 2058 ნახვა
რეგიონი
,ეტალონი" 2022 - ში ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორი ჩხიკვაძემ პირველი ადგილი მოიპოვა
,ეტალონი" 2022 - ში ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორი ჩხიკვაძემ პირველი ადგილი 76 ქულით 6 წუთსა და 57 წამში მოიპოვა. ,ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ,,ეტალონი" 2022 - ის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ეს არამარტო მისი, არამედ მუნიციპალიტეტის წარმატებაა. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ,,ეტალონი" ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ კონკურსში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ" - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. გამარჯვებული მოსწავლე დღეს, მერმა როლანდ ბერიძემ და გოჩა ტყეშელაშვილმა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები და ოქტომბრის საჯარო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი" 2022 პირველი და მეორე ეტაპი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. კონკურსის დასკვნით ტურში მოსწავლეები მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ვიდეო პლათფორმის საშუალებით ჩაერთნენ, რომელსაც ღონისძიების ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)