19:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 17:00:16, 1741 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ გურჯაანის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინ. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, მ.ჩ.-მ შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა  ლ.ი.-ს. 

„მიყენებული დაზიანებების შედეგად, ლ.ი. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics