|
2022-07-29 18:51:14, 1086 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში ცვლილებების შესახებ განაცხადა
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს ნიკოლოზ გამყრელიძე. აღნიშნულ პოზიციას ირაკლი გოგია დაიკავებს, რომელიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“, გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლის მაისში (როგორც აქამდე იყო დაანონსებული). „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭო დროულად გამოაცხადებს დამატებით განახლებას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. ირაკლი გილაური, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, 2023 წლის მაისამდე, რჩება კომბინირებულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციაზე. „ნიკოლოზ გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში. მან შექმნა შესანიშნავი ბიზნესი, რომელსაც აქვს საუკეთესო საოპერაციო სერვისი, რომელიც არის თანამიმდევრული, მომგებიანი და ორიენტირებული ზრდაზე. ის ასევე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში გლობალური პანდემიის მართვაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული მიღწევებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საუკეთესო გუნდი, რომელიც მან შექმნა და განავითარა. GHG-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს ირაკლი გოგია, რომელიც სწორედ ამ გამორჩეული გუნდის წევრია.“ განაცხადა „საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)