|
2022-06-25 22:30:43, 2891 ნახვა
კომენტარი
ლიტვის პრეზიდენტი - არ წავალ დათმობებზე რუსეთთან კალინინგრადის ტრანზიტის საკითხზე
ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები და არ წავა კომპრომისზე კალინინგრადის რეგიონში საქონლის ტრანზიტის შეზღუდვის საკითხზე. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. „ეს თემა ბრიუსელში განვიხილეთ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ნათელია, რომ ლიტვამ უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ევროკავშირის სანქციებს. ლიტვამ უნდა და შეინარჩუნოს კონტროლი მისი ტერიტორიით გადაზიდულ საქონელზე და არ შეიძლება საუბარი რაიმე „დერეფნებზე“, ისევე როგორც დათმობებზე რუსეთთან კრემლის მუქარის საპასუხოდ“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ. 24 ივნისს, ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირებას ევროკავშირის ტერიტორიიდან რუსეთის რეგიონებიდან კალინინგრადის რეგიონში. დეპუტატის თქმით, დოკუმენტი შესაძლოა მომავალ კვირას გამოქვეყნდეს. ლიტვას, მისი თქმით, აქვს ვეტოს უფლება. 18 ივნისიდან ლიტვამ შეაჩერა სატრანზიტო მატარებლების გავლა თავის ტერიტორიაზე, ხოლო 21 ივნისიდან სატვირთო ტრანსპორტი რუსეთიდან ევროკავშირის სანქციებით დაქვემდებარებული საქონლით. კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის თქმით, აკრძალვა შეეხო რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან რეგიონში გადაზიდული საქონლის 40-დან 50%-მდე. რუსეთის ხელისუფლებამ ლიტვა სატრანსპორტო „ბლოკადაში“ დაადანაშაულა და შეზღუდვების არ გაუქმების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებდა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)