|
2015-01-06 14:59:53, 3849 ნახვა
სამართალი
ლევან ჩაჩუას პროცესზე გამომძიებელი დაკითხეს, რომელმაც ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთული ვიდეო საქმეს დაურთო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ცხედრების ექსპერტიზის დროს გადაღებული ვიდეომასალა აჩვენეს, რის გამოც სხდომა დაიხურა. დღესვე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი მათგანი იყო ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი. მისი თქმით, მის მოვალეობაში არ შედიოდა გვამების აღწერილობის გაკეთება, თუმცა მან ზურაბ ჟვანიას ცხედარზე ტუჩთან ახლოს გარკვეული დაზიანებები შეამჩნია. დღესვე გამომძიებელი გიორგი ლომთაძეც დაკითხეს. მან ჰაკიმ ფაშას სახელით ატვირთული ვიდეო საქმეს დაურთო. ლომთაძის განცხადებით, ვიდეო ექსპერტიზაზე გააგზავნეს და მისი ავთენტურობა დადასტურდა. გარდა ამისა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჟვანიას გარდაცვალების პერიოდში საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჭუმბაძეც. პროცესის მიმდინარეობისას, გარდავცვლილებისთვის ბალზამირების გაკეთების საკითხზე, ბრალდებულ ლევან ჩაჩუასა და პროკურორ რევაზ ნადოის შორის მცირე შეკამათებაც მოხდა. სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა კომენტარები გააკეთეს: "დღეს დაიკითხა ერთ-ერთი სანიტარი არჩილ ჭიქაძე, რომელმაც განაცხადა, რომ არც შესაბამისი განათლება, არც შესაბამისი ცოდნა, არც ვალდებულება არ ჰქონდა რომ გვამები დაეთვალიერებინა. ჰაკიმ ფაშასთან მიმართებაში, ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ატვირთული იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან. გაგზავნილია შესაბამისი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, პასუხი არ არის მიღებული",-აღნიშნა პროკურორმა რევაზ ნადოიმ. "დადასტურდა, რომ ის ორი ნაჩხვლეტი, ბალზამიდან გამომდინარე იყო. ჰაკიმ ფაშას მიერ ამოღებული ვიდეომასალა არაფრით არ შეიძლება იყოს კანონიერი, როგორც არ უნდა იყოს გადაღებული",-განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ. ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესი, 9 იანვარს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)