|
2022-06-07 13:06:48, 1212 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა გვაქვს, როგორც ვიზიტორთა, ისე ფრენებისა და შემოსავლების მხრივ
,მთავარი პოლიტიკა და სტრატეგიაა მდგრადი ტურიზმის განვითარება და აჭარის რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს ერთის მხვრივ, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და რეგიონში სერვისების ამაღლების ღონისძიებები, და მეორეს მხვრივ იგეგმება და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველა მუნიციპალიტეტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51 % - ით 2019 წელთან შედარებით. აქტიურად ხდება ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 12 ქვეყნიდან. წელს რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. წელს პირველად რიგადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა. ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაისა და საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100- ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი. აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)