13:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:36:48, 2068 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი სამხედრო სწავლება „გელათი 2022“-ის საველე კომპონენტს დაესწრო

თავდაცვის მინისტრი სამხედრო სწავლება „გელათი 2022“-ის საველე კომპონენტს დაესწრო 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო. საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები მი-24 და იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენები. 

სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება. 

წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები. 

სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება. ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics