18:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 10:36:59, 1504 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„თიბისი“ კაპიტალმა განახლებული მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დინამიკა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულებაზე არ მიუთითებს და უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება კვლავ გრძელდება. ამავდროულად, საბაზო სცენარის შემუშავების მხრივ, კვლავ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები, თიბისი კაპიტალის წინა - 5.5%-იან პროგნოზთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალ ტემპზე მიუთითებს.

ინფლაცია კვლავ გამოწვევად რჩება და წლის ბოლოს მოლოდინი დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს. ამასთან, მომდევნო კვარტლებში ყოველთვიური ინფლაციის სამიზნესთან ახლოს ნორმალიზებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მართალია არაა გამორიცხული მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება, თუმცა, „თიბისი“ კაპიტალის სცენარით, მისი იმავე დონეზე შენარჩუნების ალბათობა შედარებით უფრო მაღალია.

განახლებულ მაკრო მიმოხილვაში კვლავ შენარჩუნებულია დიდწილად ნეიტრალური შეფასება ლარის კურსის მიმართ. არგუმენტების მხრივ, აღსანიშნავია, ძირითადად მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, ტურიზმის აღდგენა, ისევე როგორც, მთლიანობაში, საგარეო ბალანსის გაუმჯობესება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა. ამავდროულად, ლარის საშუალო კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მის ან იმავე ან მხოლოდ მცირედით უფრო სუსტ საპროგნოზო მაჩვენებელზე მიანიშნებს.“ - ნათქვამია „თიბისის“ მიერ მოწოდებულ ინფრომაციაში.

იხილეთ „თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics