13:47 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-29 10:45:13, 1675 ნახვა

სამხედრო
ამერიკელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, უკრაინაში დაიღუპა

ამერიკის მოქალაქე,  ვილი ჯოზეფ კანსელი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა, უკრაინის აღმოსავლეთით დაიღუპა.

ამის შესახებ, CNN-ს მისმა ოჯახმა განუცხადა.

მისი დედის რებეკა კაბრერას თქმით, 22 წლის კანსელი, ყოფილი საზღვაო ქვეითია, ამჟამად მუშაობდა დაცვაში ტენესის გამოსასწორებელ დაწესებულებაში და გააფორმა კონტრაქტი კერძო სამხედრო კომპანიასთან, რომელმაც მოხალისეები გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად.

„მას სურდა იქ წასვლა, რადგან სჯეროდა იმ საქმისა, რისთვისაც იბრძოდა უკრაინა, სურდა შეეკავებინა რუსეთის აგრესია, რათა ის ჩვენამდე არ მოსულიყო და  ჩვენს ამერიკელ ჯარისკაცებსაც არ მოუწიათ ამაში მონაწილეობა. “ თქვა კაბრერამ CNN-თან სატელეფონო ინტერვიუში.

მისი თქმით, მისი შვილი პოლონეთში 12 მარტს წავიდა და მალევე უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც გვერდიგვერდ იბრძოდა სხვადასხვა ქვეყნის ხალხთან. ორშაბათს მას აცნობეს მისი გარდაცვალების შესახებ .

„მას სურდა უკრაინელი ხალხის დახმარება, გულით სჯეროდა, რომ ეს სწორი იყო“, - ამბობს დედა.

კანსელმა ამერიკაში ცოლი და შვიდი თვის შვილი დატოვა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. სააგენტომ უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე კონფიდენციალურობის მიზეზების გამო.

 ხუთშაბათს ცნობილი გახდა ბრიტანეთის მოქალაქის, 36 წლის სკოტ სიბლის გარდაცვალების შესახებ, რომელიც,  უკრაინაში საომარ მოქმედებებშიც მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics