03:58 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 18:05:33, 1471 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა.

ახალშენის საბავშვო ბაღი  250 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღის აშენებამდე, ფუნქციონირებდა  მხოლოდ ქვედა ახალშენის ბაღი, რომელიც დროებით სკოლის შენობაში იყო  განთავსებული, ხოლო ზედა ახალშენის ბაღი შეუსაბამო პირობების გამო დაკეტილი იყო.

ახალი ბაღის გახსნის შემდეგ ყველა აღსაზრდელი ახალშენის ახალ აშენებულ ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის ეზოში განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი სპორტული მოედანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics