18:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 11:59:30, 938 ნახვა

ეკონომიკა
„მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ ბათუმში ღონისძიება გაიმართა

ბათუმში ღონისძიება „მდგრადი საზღვაო ეკონომიკის ინტეგრირება ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში“ გაიმართა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდა. ონლაინ ღონისძიებაზე ქრისტინე ძიძიგურმა რეგიონის ტურისტული პოტენციალის  შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა და მონაწილეებს აჭარის ტურისტული პროდუქტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

 უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელიც შავი ზღვის დახმარების მექანიზმის ეროვნული ჰაბის „ტურიზმის ინსტიტუტი“-ს ორგანიზებით ჩატარდა შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებსა და გზებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ღონისძიება საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა-აკვაკულტურის და საზღვაო ტრანსპორტირების მიმართულებით რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებული შესაძლებლობების შესახებ შესაბამისი სექტორების ინფორმირებას დაეთმო.    ღონისძიების მიზანი ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით საზღვაო ეკონომიკის პოტენციალის წარმოჩენა იყო.  ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსიები შავი ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის,  საზღვაო ბიომრავალფეროვნების, ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპების მხარდაჭერის შესახებ. 

„შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგი, რომლის ფარგლებშიც  ღონისძიება გაიმართა  ევრო-კომისიის (European Commission) მიერ შეიქმნა, რათა წახალისდეს აღნიშნულ  ზღვაზე არსებული ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო ეკონომიკის დარგში. დეკლარაციას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, ქალაქ ბურგასში, ბულგარეთი, “- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთო საზღვაო დღის წესრიგს აქვს 3 ძირითადი მიზანი მდგრადი და ძლიერი საზღვაო ეკონომიკის განვითარებისთვის: ჯანსაღი საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემა; კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მდგრადი საზღვაო ეკონომიკა და ინვესტიციების მოზიდვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics