15:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 14:49:18, 1559 ნახვა

სამხედრო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრემატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას უარყოფს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს კრამატორსკზე სარაკეტო შეტევა არ განუხორციელებია.

„კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება 8 აპრილს რუსეთის სავარაუდო „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე არის პროვოკაცია და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები არ ჰქონიათ და არც იყო დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათი თქმით, ტოჩკა-უ რაკეტებს, „რომლის ფრაგმენტები კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან იპოვეს და თვითმხილველებმა გამოაქვეყნეს“, გამოიყენება მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ.

თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ ტოჩკა-უ რაკეტა შეიძლება დარჩეს რუსეთში ექსპლუატაციაში - ჯერ კიდევ 6 მარტს, კონფლიქტის დაზვერვის საგამოძიებო ჯგუფმა მიუთითა, რომ რაკეტა აგრძელებს სამსახურს რუსეთის არმიაში, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა რაკეტები შეიცვალა უფრო თანამედროვე "ისკანდერებით".
კრამატორსკში დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მათგან ოთხი ბავშვია - ამის შესახებ, BBC იუწყება.

კრამატორსკის მერი ალექსანდრე გონჩარენკო ამბობს: "ბევრი მძიმე [პაციენტები] არიან, ხელ-ფეხის გარეშე. მათ ოპერაციას ერთდროულად 30-40 ქირურგი უტარებს".  მისი თქმით, სადგურზე ევაკუაციას 4000-მდე ადამიანი ელოდა.

ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“ მუხლით. ის ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა ტოჩკა-უ-მ განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics