07:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 16:34:24, 1257 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს

დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების, ვასილ და ნიკოლაი გარაშენკოების დედა, ლარისა გარაშენკო მოინახულა და  დედის დღე მიულოცა. ამბავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის.

„დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა 3 მარტი მიულოცა ჟუჟუნა ხარძიანს, რომელმაც ომში 2 შვილი და მეუღლე დაკარგა.

დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics