00:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 16:15:49, 623 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია - დღეს, ქვეყანაში არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან; ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით; თუმცა, ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგების პრობლემა არ არის. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს; ქვეყანაში  ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის. „რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ვართ წინადადებების განხილვის პროცესში; საბოლოოდ, ერთობლივად  შევთანხმდებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics