|
2022-02-27 19:49:35, 2351 ნახვა
სხვადასხვა
რუსმა ოკუპანტებმა ლეგენდარული An-225 მრია გაანადგურეს
რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს უკრაინის ავიაციის ფლაგმანი - ლეგენდარული An-225 "Mriya". ეს მოხდა ანტონოვის აეროდრომზე, გოსტომელში, კიევის მახლობლად, სადაც თვითმფრინავი მდებარეობდა. მის აღდგენას 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და დიდი დრო დასჭირდება. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აგრესორმა სახელმწიფომ გადაიხადოს ამ ბოროტებისთვის, იუწყება, Ukroboronprom-ი. მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი ანტონოვ ან-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირში, კერძოდ უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების მანძილზე თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით მხოლოდ ერთი ან-225 არსებობს და ის უკრაინულ ავიაკომპანიას და თავისივე მწარმოებელს Antonov Airlines-ს ეკუთვნის.სავარაუდოა, რომ ამ ტიპის თვითმფრინავი კიდევ აიგება მომავალში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ბაზრის მოთხვონებზეა დამოკიდებული.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)