|
2022-01-26 14:06:31, 1662 ნახვა
სხვადასხვა
ომბუდსმენი - „არტ თაიმ სტუდიამ“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებზე არ დაუშვა
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ არაფორმალური განათლების მიღების პროცესში დისკრიმინაცია დაადგინა. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს "არტ თაიმ სდუტიამ" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებზე არ დაუშვა. ომბუდსმენის ცნობით, დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით, შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა. ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა. დაწესებულებამ კი მშობელს საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა. "საქმისწარმოების პროცესში განმცხადებელმა სახალხო დამცველს წარმოუდგინა როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების ან თვითდამაზიანებელ ქცევის გამოვლენა. მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება - მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა. რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს."- წერია ომბუდსმენის განცხადებაში. შედეგად, სახალხო დამცველმა შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს მოუწოდა: მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)