02:09 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 19:36:38, 1637 ნახვა

სამართალი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ოფიციალურად დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

კანონპროეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირებას გულისხმობს. ამიერიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება.

ამასთან ერთად, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადაც ერთი წლის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით, აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა შეუძლებელია უქმდება.

მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელებთან დაკავშირებით კი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და  სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში კანონს აღარ დაემატა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics