01:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 23:06:59, 4571 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმოს ხელმძღვანელი - პანდემიის მხოლოდ „ბუსტერით“ დამარცხება, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსის განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაციისას, მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მოწყვლადი ჯგუფების აცრას მიენიჭოს, ვიდრე უკვე აცრილი ადამიანების ხელმეორედ ვაქცინაციას. აღნიშნულის შესახებ, NDTV იუწყება.

მისი სიტყვებით, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების მხრიდან ვაქცინათა ახალ-ახალი დოზების შესყიდვა, პირდაპირპროპორციულად უსამართლოდ აისახება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე, ეს კი, კორონავირუსს გავრცელებაში ხელს კიდევ უფრო მეტად მისცემს.

ტედროს ადჰანომის თქმით, რაც უფრო დიდი ხანი გავრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ვირუსმა მუტაცია კიდევ და კიდევ განიცადოს.

„ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, სახელმწიფოების მხრიდან „ბუსტერ“ დოზების საზოგადოებაში ჩაშვება, პანდემიას უფრო გაახანგძლივებს. ამის ალბათობა დიდია. ამ გზით, ვირუსს მუტაციისა და კიდევ უფრო მეტად გავრცელების საშუალება ეძლევა. შესაბამისად, პანდემიის მხოლოდ „ბუსტერით“ დამარცხება, ასე, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics