|
2021-11-25 17:19:04, 982 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ათი სოფლის მოსახლეობასთან ვაქცინაციის მხარდამჭერი საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის “ვიცრებით ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ვაქცინაციის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო დონორებიც შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო სათემო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთან იმართება. შეხვედრების მთავარ მიზანს იმუნიზაციის მნიშვნელობის და საჭიროების, ვაქცინების უსაფრთხოების და კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრხეების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შეხვედრებს უძღვებიან დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, სოფლის ექიმები, ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 10 სოფელს მოიცავს, კერძოდ, ჯიგრაშენი, დიდი გონდურა, ეშტია, გორელოვკა, ხანჩალი, ოკამი, გოგაშენი, არაგვა, ტურცხა და ბარალეთი. თითოეული ღონისძიება 30-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელზეა გათვლილი, ძირითად სამიზნე აუდიტორიას კი რისკ-ჯგუფის მქონე, 60 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენენ. შეხვედრების დასასრულს, იმუნიზაციით დაინტერესებულ მონაწილეებს ადგილზე, მათთვის სასურველი ვაქცინით იმუნიზაციის საშუალება აქვთ. მოსახლების ვაქცინაციისთვის, სამცხე-ჯავახეთში თბილისიდან სრულად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია ჩავიდა, რომელიც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა უზრუნველყო. არწვიკ პოღოსიანი სოფელ ჯიგრაშენის მკვიდრია, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზის მიღება, სწორედ შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. „ჩემთვის ვაქცინაცია პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან შარშან დავინფიცირდი და საჭიროდ ჩავთვალე, რომ ავცრილიყავი. 27 აგვისტოს სინოფარმის პირველი დოზით ავიცერი, მცირედი ალერგია მომცა მეორე დღეს, შემეშინდა და იმის შემდეგ თავს ვიკავებდი, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და ავიცერი, ჩემივე ჯანმრთელობისთვის ისევ სინოფარმის ვაქცინით. სოფელში დეზინფორმაციის გამო ხალხს ეშინია აცრის, ყველას ვურჩევ რომ აიცრას“, - აღნიშნავს ადგილობრივი. შეხვედრები დღეს ნინოწმინდის სოფლებში ხორციელდება, 26 ნოემბერს კი ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და ადგილზე იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)