|
2021-10-15 12:35:59, 3235 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - სააკაშვილის გათავისუფლების ეფექტური გზა ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი შეეხება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებს. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, ყველაზე ეფექტური გზაა, რომ საქართევლოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი. „გვექნება საუბარი მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, აზეც რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს. ყველაზე ეფექტური გზაა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სამწუხაროდ, მან დაასწრო მოვლენებს და თავიდან დაიჭირა ისეთი პოზა, ეს იყო წინასაარჩევნოდ, რომ მსგავსს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პატიმართა გათავისუფლების საკითხი და საქართველოს ისტორიაში, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ პატიმრობაში არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)