|
2021-08-04 18:36:57, 2055 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს შეხვდა
საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ჩამოვიდა.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამერიკელი გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრით დაიწყო. მათვე ინფორმაციით, გენერლებმა შეხვედრა საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრით დაიწყეს. როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს თავდაცვის ძალები აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს მოდერნიზაციის გზაზე, იმაღლებს ურთიერთავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და შეაქვს კონტრიბუცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ კუთხით აღინიშნა ერთობლივ მრავალეროვნულ წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობა. ,,გენერლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული გვარდიის განვითარებაში ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული მხარის დახმარებით გადაიხედა საბრძოლო წვრთნების გეგმები ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ამერიკელი ექსპერტები კი, ეროვნული გვარდიის როლისა და ფუნქციების განსაზღვრაში, ასევე, ეროვნული გვარდიის კონცეფციის და სხვა ნორმატიული დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობენ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)