17:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 16:00:32, 1395 ნახვა

რეგიონი
მემთეურებისთვის და ტურისტებისთვის მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა

გომისა (თაგინური) და საიჩარის მთების მიმართულებით, მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა ამოქმედდა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 5 000 ლარი გამოიყო და სერვისით, როგორც მოიალაღეები, ასევე, ტურისტები ისარგებლებენ. პროგრამა 20  სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქედის მერიის გადაწყვეტილებით,  მოსახლეობის მოთხოვნის, მანძილისა და მოიალაღეთა სიმრავლის გათვალისწინებით მიიღეს. პროგრამას ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო განახორციელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილია ერთი 24 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი.

,,გასვლის განრიგი კი ასეთია: ყოველ ორშაბათს  08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ ხუთშაბათს  08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან – თაგინურის მიმართულებით; ყოველ შაბათს  08:00 საათი – ცხმორისის ცენტრიდან- საიჩარის მიმართულებით.’’ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics