|
2021-07-20 21:30:06, 857 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე
კახა კალაძის განცხადებით, მისი, როგორც თბილისის მერის სამომავლო გეგმები თითოეულ რაიონში მოქალაქეთა ჩართულობის გააქტიურებას და მათზე მუნიციპალიტეტის ზრუნვის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე ისაუბრა. „თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის. მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)