|
2021-07-19 16:46:59, 948 ნახვა
კომენტარი
მოლდოვის პრეზიდენტი - ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია, მაგრამ დემოკრატიულმა არჩევნებმა ყველაფერი შეცვალა
ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია, ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმში, რიგით მე-17 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოხდა და მოქალაქეებმა დემოკრატია აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების მისწრაფებებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე და თან ვსაურობთ ჩვენს პარტნიორობაზე რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ. მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, მეგობრებო, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა, მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც რომ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩემი ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია... ამის გამო, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის... ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ბოლო წლის განმავლობაში მოხდა. ხალხმა აირჩია დემოკრატია კარგი მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ არჩევნების საფუძველზე.. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი და ახლა ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მისი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)