|
2021-07-17 16:56:14, 825 ნახვა
კომენტარი
შარლ მიშელი - ევროკავშირი მზადაა, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში
„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მნიშნელოვანია. „ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს. პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი, ასევე დანაღმული ველების რუკების საკითხი. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე წინსვლა პასუხისმგებლობითა და პოზიტიურად. მეორე პუნქტი არის საზღვრების დელიმიტაცია. ვიმედოვნებთ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების, დიალოგის პროცესის დაწყება. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან, რათა დისკუსიები დაწყება შესაძლებელი გახდეს. მესამე საკითხი: შესაძლებელი გახდეს ტრანსპორტის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა. მეოთხე საკითხი არის სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტატუსის საკითხი. მე ასევე ძალიან ფრთხილად ვუყურებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა იუნესკო,“ - განაცხადა შარლ მიშელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)