17:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 16:28:35, 899 ნახვა

რეგიონი
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ბათუმში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დღეს მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და ა.შ.

დღესვე, იუსტიციის სამინისტრომ ბათუმის მერიისგან მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პირები, მას შემდეგ რაც ამოწურავენ სასამართლოს მიერ მისჯილ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, უკვე ანაზღაურების სანაცვლოდ შეძლებენ დასაქმებას აღნიშნულ მიმართულებებზე.

იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მემორანდუმი ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე გააფორმა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics