|
2021-07-15 15:01:28, 969 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე 5-6 ივლისის მოლენებზე - რომელი ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში, თუ აქ მათ სცემენ?
რომელი უცხოელი ინვესტორი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება?!, რომელიც ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში, სადაც სცემენ?! - ასე ეხმაურება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, 5-6 ილისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს. როგორც ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, მომხდარი მოვლენები ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე უარყოფითად აისახება, რაგან მისივე თქმით, დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშვნების გაუქმება. „მე ვფიქრობ, რომ {5-6 ივლისს] განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა, ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლი რისკები იქმნება. რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნესკონტრაქტებზე შეიძლება საუბარი, თუ სტაბილურობისა და დაცულობის განცა არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)