|
2021-07-15 13:07:39, 1064 ნახვა
რეგიონი
კასპის ტექნოპარკში პროექტის ,,გააციფრულე საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
კასპის ტექნოპარკში პროექტის ,,გააციფრულე საქართველოს“ პირველი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია Google-ის ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის განვითარებას. პროექტს ახორციელებს აიპ „აი“, USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. მილიონობით ადამიანი ენდობა Google Maps ყოველდღიურად. ეს არის პლატფორმა, სადაც იგეგმება ტურიზმი. საქართველოში კი უამრავი ადგილია ისეთი, რომელიც არ არის დატანილი მასზე, დატანილია შეცდომით, ან არ მოიცავს შესაბამის ინფორმაციას, რამაც უნდა უბიძგოს დაინტერესებულ პირს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ცრუ და უსარგებლო ინფორმაციას, რაც არამხოლოდ აბნევს მოგზაურს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც. გამოწვევის საპასუხოდ, Google-მა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში გადაამზადა 30-მდე ახალგაზრდა. მათგან შეირჩა 12 ციფრული მოხალისე, რომლებიც ჩაერთნენ ,,გააციფრულე საქართველოს“ პროექტში და იმოგზაურეს საქართველოს მასშტაბით, რათა გადაეცათ თავიანთი ცოდნა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ტურიზმის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში (კასპი, გორი, ხაშური, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ახმეტა) მოეწყო ციფრული მისიები, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს და საფეხმავლო ტურებს, რომელშიც 300-მდე ციფრული მისიონერი ჩაერთო. მათი დახმარებით მოხდა ადგილობრივი ბიზნესებისა და ღირსშესანიშნაობების გაციფრულება (დატანა, კორექტირება, აღწერა, დასურათება Google-ის რუკებზე; Google My Businesses გამართვა და საკუთარი ვებგვერდების შექმნა საოჯახო სასტუმროებისთვის და კვების ობიექტებისთვის.). ციფრული მისიების შემდგომ კი ციფრული მისიონერები ჩაერთვნენ მხარდამჭერ პროგრამაში, რათა მუდმივად ჰქონდეთ წვდომა ციფრულ მოხალისეებთან და მიიღონ მათგან საჭირო დახმარება. საუკეთესო შედეგების მქონე ციფრული მისიონერები კი (ვინც ამ ზაფხულს ყველაზე მეტ ადგილს გააციფრულებს) სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდებიან.
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)