|
2021-07-06 12:24:30, 714 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა, სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის
ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის. „ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში და როდესაც ხდება ჟურნალისტებზე შეტევა. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ძალადობა არის მართლაც ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისათვის იმისთვის, რომ იმუშაონ. ჩვენ რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ასეთი ფაქტი იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს, რომლის შედეგად დაშავდა მედიის 55-მდე წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 11 პირი დააკავა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)