18:00 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:25:13, 1140 ნახვა

რეგიონი
პანდემიასთან ბრძოლისა და სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჯილდო გადაეცა

პანდემიასთან ბრძოლასა და სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა. 

ჯანდაცვის სფეროს წამომადგენელთა დაჯილდოება „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას“ორგანიზებით გაიმართა. ჯილდო აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების  უფროსი, კოვიდ ცენტრის კოორდინატორი, რეანიმატოლოგი, იაგო ტაკიძე, სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი, ციური აბულაძე და ინოვაციური კლინიკა ,,როგო“-ს დირექტორი, გოდერძი ნაკაშიძე.

დაჯილდოების ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართა.

 

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics