20:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 15:14:16, 667 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საერთაშორისო ინფოტურები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ტუროპერატორები სტუმრობენ. ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ინფოტურის მონაწილეებისთვის უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების საკითხები განიხილეს. 

ტურსააგენტოების წარმომადგენლებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები მოინახულეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და  გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმს სტუმრობდნენ.  ქედის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისას კი ინფოტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი კერძები დაეგემოვნებინათ და ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სწვეოდნენ. უკრაინელი ტუროპერატორები აჭარაში 4 დღით იმყოფებიან და რეგიონს დღეს დატოვებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics