|
2021-06-16 14:08:43, 696 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას. პროგრამის დეტალებზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ, ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი. „აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი. ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს 10 000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი - 8000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 5000 ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)