20:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 16:54:37, 808 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ და დავით ქისიშვილმა სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში  საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ 2 ჯგუფიან საბავშვო ბაღში, 8 სოფლის ბავშვები სკოლამდელ განათლებას კომფორტულ  გარემოში მიიღებენ. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფლიდან 4 საზღვრისპირაა, 3 კი მაღალმთიანი სტატუსის მქონე.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სოფელში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული - შექმნილია  დამატებითი სამუშაო ადგილები.

სამუშაოების ღირებულება  684 112 ლარია  და   ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

მერიის  პრიორიტეტი ბავშვების კომფორტული და უსაფრთხო გარემო შექმნაა. 

ახალ სასწავლო წელს, ახალ საბავშვო ბაღებში იზეიმებენ სოფელ იგოეთის, მეტეხის და გრაკალის პატარა აღსაზრდელები.

სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღში.

#სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics