07:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 21:06:16, 931 ნახვა

კომენტარი
გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას

„ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს.

„ჩვენ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.

რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით.

სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა.

მე აქ დავინახე, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პენსია ან ჰქონდეთ წყალმომარაგება, წვდომა სკოლებთან შეზღუდული და გართულებულია“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics