|
2021-06-04 20:00:20, 794 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე - რთული პროცესია, რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები, იყვნენ ბავშვებთან და გაიცნონ
„რთული პროცესია, რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები, იყვნენ ბავშვებთან და გაიცნონ“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სოცმუშაკებს ნდობა უნდა გამოუცხადონ და საქმის გაკეთებაში დაეხმარონ. „ზოგადად, ბავშვებთან გვაქვს შეხვედრა, როგორც გავესაუბრე სოცმუშაკებს, ამ წუთას ერთი ამოცანა აქვთ - გაარკვიონ, ადგილზე ვინც არიან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი. ოღონდ, ეს მარტო ბავშვის სურვილზე არ არის დამოკიდებული, თუ ბავშვს უნდა წასვლა, სად უნდა გააჩნია და სადაც უნდა, იქაც უნდა ჩავიდნენ სოცმუშაკები. მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვია, რომლის მშობელიც ცხოვრობს ერთ-ერთი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები და ამ ბავშვს უნდა, რომ მის მშობელთან იყოს. იმ მშობელს უნდა ჩააკითხონ, ჰკითხონ რამდენად შეუძლია და იმ დაწესებულებას რამდენად აქვს ამის რესურსი, რთული პროცესია. ამ შემთხვევაში გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ ამ სოცმუშაკებს რაღაცნაირი ნდობა გამოვუცხადოთ, პიროვნულად არ არიან ცუდი ადამიანები. სოცმუშაკები აქედან სავარაუდოდ, დღეს არ გამოვლენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ სტრესულ ვითარებაში ბავშვებს რომ არ ელაპარაკონ, რამდენიმე დღე დარჩნენ ეს სოცმუშაკები, ღამე დარჩნენ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ. ამ წუთას ასეთი ვითარებაა, როგორც კი ახალი ინფორმაცია, ან ახალი შეთანხმება, გადაწყვეტილება იქნება, გამოვალ და მოგიყვებით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)