|
2021-06-02 13:18:59, 1998 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღება დაიწყო
ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღებას აცხადებს. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა. საკანდიდატო კურსის უფროსის მოადგილემ კაპიტანმა რევაზ ტორონჯაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და საკანდიდატო კურსის პროგრამა გააცნო. საკანდიდატო კურსზე ჩაბარება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო პირებს. სწავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ კუთვნილი ანაზღაურება, ხოლო სამოქალაქო პირები მიიღებენ ფულად სარგოს 950 ლარის ოდენობით. კურსდამთავრებულები მაღალანაზღაურებად სამხედრო სამსახურში დასაქმდებიან და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნებათ, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით და სამხედრო მოსამსახურისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითა და პრივილეგიებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ხაზი გაესვა აკადემიაში სწავლის მაღალ სტანდარტებს და განსაკუთრებულ პირობებს, რასაც უზრუნველყოფს ამიერკავკასიაში საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაზა და მაღალკვალიფიციური პერსონალი. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებგვერდი: https://eta.edu.ge/ge/page/54/migeba მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)