|
2021-05-31 19:22:31, 695 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე - პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, დღეს არც ვაქებ და არც ვაძაგებ
„პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, დღეს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“, - ამის შესახებ „საქრთველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე ჭორაობას არ აპირებს. „ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. მე მესმის, აქ რამდენ ადამიანს უნდა ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)