|
2021-05-25 17:38:30, 1165 ნახვა
სამხედრო
გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. მემორიალური ნივთების გამოფენა მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერლის შვილიშვილებმა - ნოდარ და მერაბ ოდიშელიძეებმა. სიტყვით გამომსვლელებმა გენერალ კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს მისი პიროვნების ღვაწლი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების წინაშე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ მუზეუმს მის კოლექციაში არსებული ოჯახის წევრების პასპორტი გადასცა. მან გამოთქვა სურვილი, რომ, სამომავლოდ, ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმები გაერთიანდეს, რადგან ორივე მუზეუმი ოკუპაციის პერიოდს ასახავს. გამოფენას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. გენერალ კვინიტაძის ხელნაწერები, იარაღ-საჭურველი, რუკა, პორტრეტი და სხვა მემუარული ნივთები ეროვნული მუზეუმის ფოიეში ერთ თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მომავალში კი, აღნიშნული ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)