09:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 14:44:49, 1129 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - ბელარუსში „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება.

„ამით დაირღვა ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics