|
2021-05-14 14:33:05, 1047 ნახვა
სამხედრო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
„მინდა, ჩვენი გუნდის სახელით დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეგიქმნათ ყველა შესაბამისი პირობა იმისათვის, რომ სამშობლოს ღირსეულად ემსახუროთ,“ – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა წვევამდელებს, რომლებიც დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს რიგებს შეუერთდნენ. რატი ბრეგაძემ ახალწვეულებთან ერთად სამხედრო ფიცის დადება მათ მშობლებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ თავადაც წილად ხვდა, იყოს სამხედრო მოსამსახურის მამა. ფიცის დადების ცერემონიას იუსტიციის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი დაესწრო, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტო შემთხვევაა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მოინახულონ სამხედრო ბაზები, გაეცნონ ჯარისკაცების მომზადების ტაქტიკას და, ასევე, მიიღონ ინფორმაცია თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ. მინისტრმა განმარტა, რომ მომავალი თვიდან გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყოველთვიური სარგო გაეზრდებათ. ფიცის დადების ცერემონიაზე ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფიცის დადების ცერემონია რუსთავში სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. სამხედრო ფიცი დღეს 18-მა წვევამდელმა დადო.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)