|
2021-05-13 17:18:44, 642 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვის დასაწყისში მან ხაზგასმით აღნიშნა შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა. „ეს შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას პარლამენტის ფართო წარმომადგენლობით განვიხილოთ თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც თქვენ და საზოგადოებას გაინტერესებთ“, - განაცხადა მინისტრმა. „თანამედროვე სახელმწიფოს წარმატება და კეთილდღეობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. თავდაცვის ძალები სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა. მისი სიძლიერე და ეფექტურობა მაღალი მზადყოფნის, დაფასებულ და მოტივირებულ ჯარისკაცს ეფუძნება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან „მინისტრის საათის“ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული ფორმატი კარგად გამოხატავს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ეფუძნება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტსა და ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)