|
2021-04-30 11:37:03, 652 ნახვა
კომენტარი
სერგო ჩიხლაძე სანქციების გამკაცრებაზე - ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი
ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთისა და ბელორუსიისკენ მიმავალ გზას ადგას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არ აინტერესებს. „ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არ აინტერესებთ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. ფაქტია, რომ ისინი ადგანან გზას რუსეთისკენ, ბელორუსისკენ და თურქმენეთისკენ. ეს არის დემოკრატიის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამას ეხმაურება აშშ-ის საელჩოც და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი. ისინი წუხილს გამოხატავენ და პირდაპირ წერენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ შესვლით, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ წყდება, რადგან ეს ცვლილებები უბრალო უმრავლესობით მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)