|
2021-04-25 16:23:15, 829 ნახვა
სამხედრო
ოსიაურში ლოჯისტიკის დღე საზეიმოდ აღინიშნა
25 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის დღეა. ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ პროფესიული დღე ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის განახლებულ ბაზაზე აღნიშნა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება ლოჯისტიკის გვარეობისა და საბრძოლო დანაყოფების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემაც მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცა, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 20 და მეტი წელი უმწიკვლო სამსახურისთვის ორი სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. ლოჯისტიკოსების ნაწილმა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლები მიიღეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“ ჩამოყალიბდა. ამ სტრუქტურებით ლოჯისტიკური ელემენტების დანერგვას ჩაეყარა საფუძველი. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოჯისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)