|
2021-04-24 18:31:16, 1088 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული მეომარი ლევან მემანიშვილი დღეს ბოლნისში სამხედრო პატივით დაკრძალეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი. დაღუპული მეომრის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლევან მემანიშვილის ნეშტი, მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით დაიკრაძალა. ლევან მემანიშვილის ნეშტის დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა, სადაც ბოლნელმა მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. აფხაზეთში დაღუპულ მეომარს ბოლნისელებთან ერთად პატივი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა მიაგეს. იმ ადგილას, სადაც დღეს ლევან მემანიშვილი დაიკრძალა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ძმათა სასაფლაო და მემორიალი მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ ლევან მემანიშვილის გარდა, საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ოკუპირებული აფხზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი 23 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. „აფხაზეთის ომმა არაერთი ბოლნისელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობრების, ამიტომ ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და სიმბოლურია. 14 უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მებრძოლიდან საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, ჯერ მხოლოდ ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება მოხერხდა. დღეს ჩვენი გმირი თანამემამულე მის მშობლიურ ქალაქში, სამხედრო პატივით დავკრძალეთ,სადაც უახლოეს მომავალში ძმათა სასაფლაო და მემორიალი მოეწყობა. ეს დღე ტკივილიანი და ამავე დროს სასიხარულოცაა, რადგან ჩვენ, თითოეულ ბოლნისელს საშუალება გვაქვს ლევანს დამსახურებული პატივი მივაგოთ. იმედი მაქვს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების იდენტიფიცირება აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მოვალეობაა არასდროს დავივიწყოთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები. მჯერა, მათი თავგანწირვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ერთ დღესაც, ყველანი ერთად, ერთიან და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)