14:48 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 23:13:03, 704 ნახვა

კომენტარი
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ.

მას მადლობა გადავუხადე ავღანეთში ჩვენი მისიის ერთგულებისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics