|
2021-04-22 16:31:21, 739 ნახვა
კომენტარი
გურამ გურამიშვილი: უკრაინასთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტონული საინფორმაციო სისტემების შექმნა იგეგმება. შესაბამის მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დმიტრო აბრამოვიჩმა, რომელიც საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. გურამ გურამიშვილის განცხადებით, მხარეები ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესში თანამშრომლობის შედეგად ეტაპობრივად შეძლებენ დღეისთვის არსებული ნებართვებისა და კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მრავალწლიან თანამშრომლობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. „ჩვენი კორიდორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან საავტომობილო მიმოსვლის პერსპექტივები, შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან ერთად ასევე განიხილეს შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების საკითხები, რომლის ძირითადი მიმართულება არის საბორნე და საკონტეინერო გემების რეგულარული მიმოსვლა როგორც რეისების რაოდენობის გაზრდის ასევე შავზღვაში დამატებითი ახალი ბორნების დაყენების კუთხით. „ვიმსჯელეთ ასევე მომავალ გეგმებზე საქართველოსა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას" - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)