|
2021-04-19 16:46:55, 665 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ნადარეიშვილი: პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან დიალოგი მათი მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის
მსუბუქი მრეწველობის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს სასტუმრო „სტამბაში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექპერტები მონაწილეობდნენ. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. „ამ მიმართულებამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა პანდემიის პერიოდში, როდესაც ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი დადგა, განსაკუთრებულად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას. ამ შემთხვევაში საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ პროგრამების საბოლოო მომხმარებელთან - კერძო სექტორთან დიალოგს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც სახელმწიფო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისი შეფასებით, შეხვედრების ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობიდან გამომდინარე, იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც მათი ხელშეწყობისთ ხორციელდება და ძალიან კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა როგორც მიმდინარე, ასევე საშუალოვადიან პერიოდში. დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის სახელწოდებით „მსუბუქი მრეწველობის სექტორის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში: ავეჯის და შესაფუთი მასალების წარმოება" საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ასევე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)