|
2021-04-15 13:46:16, 747 ნახვა
რეგიონი
იმერეთში გაერო-ს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს, რომელიც იმერეთის რეგიონში კლასტერული მიდგომების დანერგვის საფუძველი გახდება,- ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის მეურნეობის დარგში კლასტერების განვითარებას, რაც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მის ახალ ბაზრებზე (მათ შორის ევროკავშირის ბაზარი) გატანის შესაძლებლობას ზრდის. „სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების და კლასტერული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, იმერეთის რეგიონში არსებული სასათბურე მეურნეობების აგლომერაცია გადაწყდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა შ.პ.ს. „იმერეთის აგროზონა“, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური კერძო სათბურების კლასტერის შექმნას, სადაც ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, ყვავილების და სხვა აგროსასურსათო პროდუქტის წარმოება მოხდება. რვა კლასტერის მიმდინარე კვლევასთან ერთად, რომელთა შერჩევა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის შედეგად მოხდა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, UNIDO იმერეთის სასათბურე აგლომერაციის დამატებით კვლევას ჩაატარებს. აღნიშნული კვლევა ჩატარდება UNIDO-ს კლასტერული განვითარების მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კლასტერის ეკონომიკურ სისტემაზე, წარმოების მახასიათებლებზე, ინსტიტუციურ და ბიზნეს კავშირებზე. UNIDO-მ უკვე ჩაატარა საქართველოში არსებული განვითარებადი და პოტენციური დამამუშავებელი მრეწველობის, აგრობიზნესის და სურსათის პირველადი წარმოების კლასტერების კვლევა და განსაზღვრა 57 კლასტერი. აღნიშნულ კვლევაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სასათბურე მეურნეობის კლასტერი მე-17 ადგილზე აღმოჩნდა, რაც განვითარების დიდი პოტენციალის მაჩვენებელია. კვლევა ტარდება გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი აშშ დოლარით აფინანსებს, და ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)