|
2021-04-13 16:16:27, 697 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა: მოსაფიქრებლად არც გასულა - ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა
ნათელი იყო, რომ მოსამართლე პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ გირაოს ნაცვლად ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რითაც გააბათილა ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო ორი თვის განმავლობაში ახორციელებდა. „ნათელი იყო, რომ მოსამართლე პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მოსაფიქრებლად არც გასულა, ადგილზევე დატოვა ძალაში პატიმრობის მოთხოვნა. მთელი აბსურდი იცით რა არის? ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მათ შორის უცხოელებთან და საზოგადოების წინაშე ამტკიცებდნენ, რომ თუ ნიკა მელიას სურდა გირაოს გადახდა, ამის ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად გირაოს მოთხოვნისა, პატიმრობა მოითხოვეს და ამით გააბათილეს ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)